ბათუმში ავარიას ორი წლის ბავშვი ემსხვერპლა
ბათუმში ავარიას ორი წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში ავარიის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიღუპა, სამი ბავშვი კი დაშავდა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ბავშვები ტაქსით გადაადგილდებოდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ტაქსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.

„შემთხვევის ადგილზე ორი წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას. მანქანაში კიდევ სამი ბავშვი იმყოფებოდა – ერთი ოთხი წლის, ორი კი 5-5 წლის. ისინი ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აღენიშნებათ მხოლოდ დაჟეჟილობები. ბუნებრივია, ბავშვებს უფროსებიც ახლდნენ, მაგრამ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით”,- განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება. ტაქსის მძღოლი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.