ბათუმში ათი ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით საზეიმო მსვლელობა იმართება [ფოტო]
ბათუმში ათი ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით საზეიმო მსვლელობა იმართება [ფოტო]

ბათუმში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტრადიციულად საზეიმო მსვლელობით იხსნება, რომელიც საერთაშორისო საბავშვო ფოლკლორული ფესტივალის „ოქროს დელფინი“ ფარგლებში იმართება.

ფესტივალში მონაწილეობს ათი ქვეყანა, მათ შორის არის უკრაინა, ბელარუსი, ლატვია, ლიეტუვა, ინდოეთი, ისრაელი. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საზეიმო მსვლელობას მართავენ, რომელშიც ეროვნული სამოსითა და საკუთარი ქვეყნის დროშებით მონაწილეობენ.

წელს პირველად, ფესტივალში რუსული ფოლკლორული ანსამბლი ჩაერთო, რომელიც ბათუმში როსტოვიდან ჩავიდა. მათ მსვლელობაში მონაწილეობა რუსეთის დროშებით მიიღეს, რასაც ქუჩაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

ფესტივალი ტრადიციულად აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.