ბათუმში ასოცირების შეთანხმებისა და შავი ზღვის თანამშრომლობის თემაზე კონფერენცია გაიხსნა
ბათუმში ასოცირების შეთანხმებისა და შავი ზღვის თანამშრომლობის თემაზე კონფერენცია გაიხსნა

ბათუმში კონფერენცია გაიხსნა სახელწოდებით „ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა”. კონფერენციაზე ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის ფორმატები, ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგეტიკული შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილება.

კონფერენცია „საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის” ორგანიზებით ტარდება. დღესვე ორგანიზაცია ბათუმში „შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრს” დააფუძნებს, რომლის საქმიანობაც ორიენტირებული იქნება შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ახალი პლატფორმების შექმნაზე.

„შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრის” დაფუძნების მიზანი რეგიონის ეკონომიკური, მათ შორის სატრანზიტო პოტენციალის მუდმივი კვლევა, ანალიზი და თემატური კონფერენციების გამართვა იქნება. ცენტრი აჭარასა და დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა იქნება. პროგრამებში აქტიურად ჩაერთვება მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდობა”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს„საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარემ ლევან დოლიძემ.

ახლად დაფუძნებული „შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრის” პარტნიორი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება.