ბათუმში არასრულწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა, შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

16:58, 17.04.2020

ბათუმში  კორონავირუსი კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

მოზარდი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.

ცნობილი გახდა ასევე 35 პირის ანალიზების პასუხები, რომლებსაც დღეს იკვლევდნენ. არც ერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით ინფიცირების უკვე 32 შემთხვევაა დადასტურებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის სულ 370 შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი