ბათუმში აქციაზე დაკავებული სამივე პირი ხელწერილით გაათავისუფლეს
ბათუმში აქციაზე დაკავებული სამივე პირი ხელწერილით გაათავისუფლეს

ბათუმში აქციაზე დაკავებული სამივე პირი ხელწერილით გაათავისუფლეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს.

ბათუმში, სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფებოდნენ და დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ, მათ ისევ გადაინაცვლეს „ევროპის მოედანზე“.

We dance together, we fight together -აქცია ამ სახელწოდებით ევროპის მოედანზე მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკასა და სამართალდამცველების მხრიდან ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის გუშინდელ ფორმებს აპროტესტებენ.