ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს
ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველებმა აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების თანახმად აიყვანეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

რაც შეეხება ორი დღის წინ დაკავებულ რეზო წულუკიძესა და ელდარ ანთიძეს, რომელთა ახლობლებიც აჭარის მთავრობის შენობასთან მართავენ აქციას, შსს-ს ცნობით, ორივე პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

აქცია ამ დრომდე გრძელდება, თუმცა აჭარის მთავრობის შენობის წინ სიმშვიდეა.

დატოვე კომენტარი