ბათუმში ამერიკულ სამხედრო გემზე ოფიციალური მიღების ცერემონია მიმდინარეობს
ბათუმში ამერიკულ სამხედრო გემზე ოფიციალური მიღების ცერემონია მიმდინარეობს

ბათუმში მყოფ ამერიკულ სამხედრო გემზე ოფიციალური მიღების ცერემონია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. მიღებამდე სამხედრო გემის ვიზიტი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და თავდაცვის მინისტრმა შეაფასეს.

„ამ წელს უკვე მეორედ დაფიქსირდა ამერიკული გემის ვიზიტი და ეს ვიზიტი ემსახურება ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის ხელშეწყობას, კიდევ ერთხელ გამოხატავს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, გემის ვიზიტი კიდევ უფრო ამყარებს სტრატეგიულ ურთიერთობას ამერიკასა და საქართველის შორის.

„ვგეგმავთ მომავალშიც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კიდევ უფრო გავზარდოთ მასშტაბები ერთობლივი სწავლებებისა და წვრთნების, ამის დასტური იქნება წელს ივლის-აგვისტოში ერთობლივი წვრთნები, რომელშიც ამერიკასთან ერთად ნატო-ს 11 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ეს ჩატარდება დასავლეთ საქართველოში და იქნება მასშტაბით უპრეცენდენტო”, – განაცხადა იზორიამ.