ბათუმში ახალი მოძრაობა -  „აჭარა ბევრად მეტის ღირსია“ იქმნება
ბათუმში ახალი მოძრაობა -  „აჭარა ბევრად მეტის ღირსია“ იქმნება

ბათუმში სახელწოდებით – „აჭარა ბევრად მეტის ღირსია“ ახალი მოძრაობა იქმნება.

როგორც მოძრაობის დამფუძნებლებმა, დავით ჩხარტიშვილმა და მერაბ ბლადაძემ დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ განაცხადეს, ახალი პლატფორმის შექნის მიზანი იმ ხალხის გაერთიანებაა, რომლებმაც სხვადასხვა პარტიის მმართველობის პერიოდში კეთილსინდისიერებით თავი გამოიჩინეს, თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზე არ ჩანან, ვინაიდან მათთვის არც ერთი მოქმედი პოლიტიკური გაერთიანება მისაღები არ არის.

„ამ პლატფორმის მეშვეობით იმ თემების აკუმულირებას მოვახდეთ, რომელიც რეგიონისთვის მნიშვნელოვანია და ერთობლივად უფრო ეფექტიანად შევძლებთ, რეგიონის ესა თუ ის პრობლემა მოვაგვაროთ“, – განაცხადა დავით ჩხარტიშვილმა

მოძრაობის პრეზენტაცია ახლო მომავალში გაიმართება.