ბათუმში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
ბათუმში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 24 წლისაა და მისი ცხედარით დილით აღმოაჩინეს. მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მეზობლებმა გამოიძახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

 

დატოვე კომენტარი