ბათუმში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
ბათუმში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მაშველებმა 37 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

მაშველები ადგილზე შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ და დაკეტილი ბინის კარი გააღეს. სწორედ ბინაში აღმოაჩინეს გარდაცვლილი ქალი.

მეზობლების ინფორმაციით, ქალი ბინაში ქირით ცხოვრობდა, რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის გამოც, ბინის მეპატრონემ 112-ზე დარეკა.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს წინასწარი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.