ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

შემთხვევა ბულვარის შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, სროლას წინ უძღვოდა დაწესებულების წინ ხმაური, რის შემდეგაც მამაკაცის მიმართულებით მანქანიდან ისროლეს.

შემთხვევის დროს კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. მათ დაზიანებები სროლის დროს, რესტორნის მინის ჩამომსხვრევის შედეგად მიიღეს. სამივე დაშავებული კლინიკებიდან მალევე გაწერეს.

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილს, მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მამაკაცს ჭრილობები თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.