ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარედ, ერთი საათის წინ მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია. თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მუცლის არეში დანით არის დაჭრილი.

„ხმაური არ ყოფილა. ჩოჩქოლი რომ შევნიშნეთ, გარეთ გავედი. ახალგაზრდა მამაკაცი მიწაზე იყო. იგი მუცლის არეში დანით იყო დაჭრილი, კონტაქტური იყო. სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა. ვიღაცამ თქვა „ირაოს“ თანამშრომელიაო“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა.