ბათუმში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა
ბათუმში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა

ბათუმში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

„რიონის ხეობის მცველების აქციას ვუერთდებით ბათუმშიც. ეს არის გაფრთხილება მთავრობისთვის, რადგან მათ მიიღეს ცუდი გადაწყვეტილება ქვეყნისა და რიონის ხეობისთვის, არ ითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს.

ბრძოლა გრძელდება, ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ გვაქვს დასათმობი მიწები და არ მივცემთ უფლებას, კერძო ინვესტორებს ითვალისწინებდეს ქვეყანა“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ანა გაბუნიამ.