ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან, ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან, ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან, ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „დავასრულოთ უსამართლობა“, „დაიცავი შენი ხმა“ – ამ და სხვა შინაარსის ლოზუნგებით მივიდნენ მონაწილეები აქციაზე.

ამ დროისთვის აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. თუმცა, აღინიშნა, რომ აქციას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

„ჩვენ არ ვიბრძვით სკამებისთვის, ჩვენ უარი ვთქვით ადგილებზე როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში, ჩვენ გვინდა სამართლიანობის აღდგენა, ვიცავთ ქართველი ამომრჩევლის ხმებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ.