ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართა
ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„ჩვენ პირველ რიგში სოლიდარობას ვუცხადებთ თელავში მიმდინარე აქციას, ვერ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად, იგი ერთმა ადამიანმა დანიშნა. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო პროცესი ყველა აკრძალული ილეთის გამოყენებით. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს მძინარე ცხინვალის დაბომბვაში ადანაშაულებს, ვერ იქნება მთავარსარდალი. ჩვენ ხელისუფლებას დიალოგისკენ მოვუწოდებთ, რათა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ.