ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე ნაპოვნ საეჭვო ყუთში სუნამოს ცარიელი კოლოფი აღმოჩნდა

14:46, 27.02.2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ნაპოვნ საეჭვო ყუთში სუნამოს ცარიელი კოლოფი აღმოჩნდა.

ბათუმში სამართალდამცველები საეჭვო კოლოფის შემადგენლობას იკვლევდნენ, რომელიც მოქალაქემ აღმოაჩინა.

ტბელ აბუსერიძის ქუჩა დაახლოებით  ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.

მსგავსი