ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

19:25, 11.05.2018

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

როგორც პირველ არხს აბუსერიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა განუცხადეს, ერთ-ერთ ბინაში ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს და 112-ში დარეკეს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ კორპუსი ახალაშენებულია და ხანძარი ერთ-ერთ სარემონტო ბინაში დატოვებულ ნარჩენებს გაუჩნდა, ხოლო მეპატრონე ადგილზე არ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები.

მეხანძრეთა თქმით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და ბინებში მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მსგავსი