ბათუმში 92 პირისთვის კორონავირუსზე ​ჩატარებული ანალიზის ყველა პასუხი უარყოფითია

20:53, 18.04.2020

ბათუმში დღეს გამოკვლეული 92 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

გამოსაკვლევთა შორის იყვნენ, როგორც ქობულეთის კლასტერიდან, ასევე კარანტინიდან და თვითდინებით ცხელების ცენტრებში შესული მოქალაქეები.

დღეს ბათუმის კლინიკა „მედალფა“ სამმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა, რის შემდეგაც, აჭარაში მკურნალობას 38 ინფიცირებული აგრძელებს.

მსგავსი