ბათუმში 90 გამოკვლეული პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

09:50, 21.04.2020

ბათუმში წუხელ გამოკვლეული 90 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტესტების პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია.

გამოსაკვლევთა შორის 40-მდე პირი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტი იყო.

სულ აჭარაში 1 900-მდე პირია გამოკვლეული.

მსგავსი