ბათუმში 7-დან 20 დეკემბრის ჩათვლით პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება
ბათუმში 7-დან 20 დეკემბრის ჩათვლით პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინიციატივითა და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაფუძნდა. საფესტივალო სპექტაკლები ბათუმში 7-დან 20 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალის საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭო დაკომპლექტებულია მსოფლიოში გავლენიანინი სათეატრო პროდიუსერებით, თეატრმცოდნეებითა და ფესტივალების დირექტორებით: რომან დოლჟანსკი (ისრაელი, დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ასტა კაზლაუსკიენე (ლიტვა), ლიუჩიან ბალეანუ (რუმინეთი) და ანდრო ენუქიძე (თავმჯდომარე, საქართველო).

ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რომელთა შერჩევა მოხდა საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს მიერ.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება „შოუ-ქეისი“, სადაც მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს აჭარაში მოქმედი თეატრების წარმოდგენები.

ფესტივალი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში, ბათუმის ექსპერიმენტულ თეატრსა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება.

დატოვე კომენტარი