ბათუმში, 6 მაისის პარკში 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა
ბათუმში, 6 მაისის პარკში 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, 6 მაისის პარკში 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

პირველ არხს სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა. მათივე ინფორმაციით, ქალს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.