ბათუმში 50-მდე პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ბათუმში 50-მდე პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

ბათუმში 50-მდე პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. მათგან 35 ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს ქობულეთში 2300-მდე პირი გამოიკვლიეს. მათგან საყურადღებოა ოთხი შემთხვევა. ეს პირები რჩებიან მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოკვლევაც მოხდება.

ამ დროისთვის ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მოძიებულია 470 კონტაქტი. მათგან 34-ს დაუდასტურდა კორონავირუსი.