ბათუმში 33 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმში 33 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს კორონავირუსზე 33 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტესტი უტარდება ყველა მოქალაქეს, რომელიც კლინიკებს რესპირატორული სიმპტომებით მიმართავს. ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.

უწყების ცნობით, კორონავირუსზე რეგიონში „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა ჯამში 13 700-ზე მეტ პირს.

აჭარაში კორონავირუსის ბოლო შემთხვევა 30 აპრილს დაფიქსირდა. რეგიონს ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული არ ჰყავს.

დატოვე კომენტარი