ბათუმში 33 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმში 33 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსზე 33 პირისთვის აღებული ანალიზის პასუხიდან ყველა მათგანი უარყოფითია.

კორონავირუსი არ დაუდასტურდა ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან 15 პირს და ცხელების ცენტრში შესულ 18 ადამიანს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ავრცელებს. მისივე თქმით, ამ დროისთვის „ქობულეთის კლასტერთან“ დაკავშირებით 410 კონტაქტია მოძიებული და მათი უმრავლესობა უკვე გამოკვლეულია.

ამ დროისთვის აჭარაში კლინიკა „მედალფაში“ 31 ინფიცირებული რჩება.