ბათუმში 23 წლის გოგონას ოჯახი და პოლიცია ეძებს
ბათუმში 23 წლის გოგონას ოჯახი და პოლიცია ეძებს

ბათუმში 23 წლის გოგონას ეძებენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ახალგაზრდა გოგონა სახლიდან დღეს დილით გავიდა და მთელი დღის განმავლობაში ოჯახმა მის კვალს ვერ მიაგნო.

ახლობლებმა სამართალდამცველებსაც აცნობეს. გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

„დილით გავიდა, აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ სულ ხუთი წუთით დარჩა მარტო და გაპარვა მოახერხა“, – განაცხადა პირველ არხთან გოგონას ბიძამ.

დაკარგულს აცვია სტაფილოსფერი ჟილეტი. თუ გოგონას ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ნომერზე: 592 571 979.

დაკარგული გოგონას ფოტოს პირველი არხის ვებგვერდზე ოჯახის თხოვნით ვაქვეყნებთ.