ბათუმში 21 აპრილს ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
ბათუმში 21 აპრილს ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

21 აპრილს, 19:00 საათიდან მარათონ THE GREAT BATUMI NIGHT RACE-ის გამო, ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მარათონთან – „THE GREAT BATUMI NIGHT RACE”-თან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 21 აპრილს ბათუმში,19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე აიკრძალება. კერძოდ:

შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი;

შოთა რუსთაველის გამზირი;

გოგებაშვილის ქუჩა (საპორტო რკინიგზის ლიანდაგამდე);

პორტის შესახვევი;

ზვიად გამსახურდიას ქუჩა (პორტის შესახვევიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე);

მერაბ კოსტავას ქუჩა (ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ბოლომდე);

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (მერაბ კოსტავას ქუჩიდან რევაზ კომახიძის ქუჩის კვეთამდე);

რევაზ კომახიძის ქუჩა (კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე);

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (რევაზ კომახიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე);

ზურაბ გორგილაძის ქუჩა (ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთამდე);

ვაჟა ფშაველას ქუჩა (ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირის კვეთამდე);

მემედ აბაშიძის გამზირი (ვაჟა ფშაველას ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე);

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა ( მემედ აბაშიძის გამზირიდან რუსთაველის გამზირამდე) ;

გმირთა ხეივანი (იუსტიციის სახლიდან ტბელ აბუსერიძის გზატკეცილამდე);

ტბელ აბუსერიძის ქუჩა (შეიხის წრიულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე);

აეროპორტის გზატკეცილი (ტბელ აბუსერიძის წრიულიდან აეროპორტის წრიულამდე);

ახალი გზა (აეროპორტის წრიულიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე)“, – აცხადებენ შსს-ში.