ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაშა დეკანაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაშა დეკანაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაშა დეკანაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება დღე გამოცხადდა.

ლაშა დეკანაძის ადვოკატი დავით ჯაფარიძე აცხადებს, რომ უზენაესმა სასამართლომ მათი ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა.

„უზენაესმა სასამართლომ დეკანაძე ოთხივე ბრალდებაში გაამართლა. პროკურორი მისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს, რომლებიც დეკანაძეს პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებულად მიიჩნევდნენ. უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ​წელიწადნახევრის განმავლობაში ის სრულიად უდანაშაულოდ იჯდა ციხეში“, – განაცხადა დავით ჯაფარიძემ.

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავშირებით სულ 21 პირი იყო დაკავებული, საიდანაც 20 მათგანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა ერთმა დაკავებულმა ლაშა დეკანაძემ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა. უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და პირობითი სასჯელიც გაუუქმდა.