ბათუმში 18 წლის გოგონას თვითმკვლელობაში მშობლები მის შეყვარებულს ადანაშაულებენ

02:04, 07.06.2019

ბათუმში სუიციდის შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 18 წლის გოგონას მშობლები, შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში გოგონას შეყვარებულს, 19 წლის ბიჭს ადანაშაულებენ და მის დაკავებას ითხოვენ.

მშობლები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე გოგონამ წარწერა დატოვა, სადაც შეყვარებულს „მკვლელს“ უწოდებდა.

მშობლები ამბობენ, რომ სუიციდის შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, ახალგაზრდებს კონფლიქტი მოუვიდათ და ეჭვობენ, რომ სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

გოგონამ თავი მცირეწლოვანი დის წინაშე ჩამოიხრჩო.

გარდაცვლილის ახლობლები ბიჭის სასწრაფო დაკავებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ მიცვალებულს არ დამარხავენ და პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოკითხვები.

მსგავსი