ბათუმში 16 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

18:15, 20.04.2020

ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე 16 გამოკვლელული პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

სულ აჭარაში 1 750-ზე მეტი ადამიანს ჩაუტარდა ტესტი. კორონავირუსი 64-ს დაუდასტურდა, მათგან 34 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ბათუმში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

ამჟამად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 35 ინფიცირებული მკურნალობს.

მსგავსი