ბათუმში 154 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
ბათუმში 154 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინის გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე  გრიგოლ გიორგაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გადასცეს.

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა.

სამინისტროს ბიუჯეტიდან კორპუსების მშენებლობისთვის 9 000 000 ლარზე მეტი გამოიყო. აჭარის მთავრობამ კი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით, ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1 550 000 ლარი გამოყო. ამავე კორპუსებში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახიც მიიღებს.