ბათუმში, ​მერიის შენობასთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია განაახლეს
ბათუმში, ​მერიის შენობასთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია განაახლეს

გარემოვაჭრეებმა ​ბათუმის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია განაახლეს. ისინი კვლავ მერთან შეხვედრას და წერეთლის ქუჩაზე მინიმუმ, ორი თვით დაბრუნებას ითხოვენ.

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აქციის მონაწილეთა ნაწილის გუშინ შეხვდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა.

მერი გარემოვაჭრეებს წერეთლის ქუჩის სანაცვლოდ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს და აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს.

წერეთლის ქუჩიდან გარევაჭრობის კონსტრუქციები მერიამ გვიან ღამით აიღო, რასაც მოვაჭრეთა აქციები მოჰყვა. აქციის ერთი მონაწილე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამჟამად ის თავისუფალია, თუმცა სასამართლო პროცესი პირველ თებერვალს ჩაინიშნა.