ბათუმში​ კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება
ბათუმში​ კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, სამი კი, თურქეთიდან დაბრუნებული საქართველის მოქალაქეა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ოთხივე მათგანი იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში.

მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 100 პირის ანალიზი იყო გამოკვლეული.

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით გამოვლენილია 33 ინფიცირებული.

კლინიკა „მედალფაში“, სადაც ინფიცირებულებს მკურნალობენ, პაციენტთა რაოდენობამ 41-ს მიაღწია.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი.