ბათუმსა და ქობულეთს 44 ახალი მუნიციპალური ავტობუსი შეემატა
ბათუმსა და ქობულეთს 44 ახალი მუნიციპალური ავტობუსი შეემატა

ბათუმსა და ქობულეთს 44 ახალი მუნიციპალური ავტობუსი შეემატა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული „ისუზუს“ მარკის 40 ავტობუსი უკვე ბათუმშია.

ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა. ახალი ავტობუსები ბათუმს ხვალიდან მოემსახურება.

ისუზუს“ მარკის ავტობუსების შეძენა ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა. ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.

ევრო 5 სტანდარტი+ს, citibus-ის მოდელის 16 ერთეული ავტობუსი სიგრძით 10 მეტრს შეადგენს და 63 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ხოლო, ევრო 6 სტანდარტის, novociti life-ის მოდელის 24 ერთეული ავტობუსი 8 მეტრიანია და 53 მგზავრს მოემსახურება.

გასულ წელს ბათუმის მერიის მიერ რვა ახალი ელექტრო ავტობუსი იქნა შესყიდული.

მომდევნო ორ წელიწადში, ამორტიზებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება და ახალი ავტობუსების რაოდენობაც გაიზრდება. სრულდება ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავება. იგეგმება შუქნიშნების განახლება.

ბათუმში დამონტაჟდა ფერადი ტაბლოები. მოეწყო ახალი საათობრივი პარკირებები.