„ბათუმობა 2019“-თან დაკავშირებით ქალაქს 10 ქვეყნიდან ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა
„ბათუმობა 2019“-თან დაკავშირებით ქალაქს 10 ქვეყნიდან ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა

ქალაქის დღესთან დაკავშირებით ბათუმს 10 ქვეყნიდან 13 დამეგობრებული ქალაქის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს. ოფიციალურ მიღებას, რომლითაც გაიხსნა „ბათუმობა 2019“ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის (ACES E UROPE) პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუკატელი დაესწრნენ. სწორედ ამ ორგანიზაციამ მიანიჭა ბათუმს სპორტის ქალაქის სტატუსი.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლუკატელის, რომლის ძალისხმევით მიიღო ბათუმმა საპატიო ტიტული. ამასთან ერთად, არაერთი აღიარება მოვიპოვეთ ტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო კვლევებითა და გამოკითხვებით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამაში მცირედი წვლილიც აქვს შეტანილი. გილოცავთ ბათუმობას. წელს ეს დღე უნდა იყოს განსაკუთრებული“, – განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

ოფიციალური მიღების შემდეგ დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები გადაინაცვლებენ საკუთარ სტენდებთან, რომელიც მათ ბულვარის მთავარ შესასვლელთან მოაწყეს.