ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ მრევლი წირვას ტაძრის ეზოში დაესწრება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ მრევლი წირვას ტაძრის ეზოში დაესწრება

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს. დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ეპარქიის ფეისბუქგვერდით მრევლს აუწყა, რომ წირვა ტაძარში ჩატარდება მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით, მრევლი კი დისტანციის დაცვით ტაძრის ეზოში ხმის გამაძლიერებლით მოუსმენს მას.

„ეკლესია ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობას, რომელიც გამოცხადებულია ქვეყანაში. მრევლს აქვს გაფრთხილება, ჩაიცვან თბილად, რადგან ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან და წირვას აღავლენენ სასულიერო პირები, გარეთ არის დამონტაჟებული გახმოვანება და თქვენ ერთმანეთთან დისტანციის დაცვით იქნებით ეზოში, ისე მოისმენთ ღვთისმსახურებას. წირვის დასრულების დროს ჩვენ გამოვალთ გარეთ და ისე გაზიარებთ“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.