ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ ეცდებიან, ვითარება გააკონტროლონ, რათა ყველა რეკომენდაცია დაცული იყოს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ ეცდებიან, ვითარება გააკონტროლონ, რათა ყველა რეკომენდაცია დაცული იყოს

ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დღევანდელ ხალხმრავლობასთან დაკავშირებით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში განმარტება გაკეთდა.

დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ ეპარქიის მოწოდება, მრევლი ეკლესიის ეზოში ყოფილიყო, ეხებოდა ყველა ტაძარს და პროცესი თანდათან გაკონტროლდება.

„მოგეხსენებათ, გუშინ გავაკეთეთ მოწოდება, გუშინ საკათედრო ტაძარში მრევლი იდგა გარეთ, მხოლოდ მოხუცები, ბავშვები იმყოფებოდნენ ტაძარში და იცავდნენ დისტანციას. ჩვენი მოწოდება ეხებოდა აჭარაში მოქმედ ყველა ტაძარს.  შესაძლოა, ყველგან არ მოხდა დამორჩილება, თუმცა ჩვენ ვეცდებით, რომ თანდათან გავაკონტროლოთ სიტუაცია, რომ დაცული იყოს ყველა რეკომენდაცია“,-განაცხადა დეკანოზმა.