ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებიან
ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებიან

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებიან. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სავარაუდოდ მიმდინარეობს ბერიძის დაკითხვა. სადარბაზოს, სადაც ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ცხოვრობს, პოლიცია აკონტროლებს.

საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას ითხოვდა, მათ შორის მიმდინარეობდა დავა.

თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დატოვე კომენტარი