ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დაწერა.

„უკანონოდ მსჯავრდებული ქ.ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ – წერს მახარაშვილი.

გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერიის სხვა ექვს მაღალჩინოსანთან ერთად 2019 წლის 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის საქმის გამო დააკავა. ყოფილ მერს პროკურატურა 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. მას 7-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.