ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ხალხმრავლობაა
ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ხალხმრავლობაა

ხალხმრავლობაა ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, რომელიც სასულიერო გიმნაზიაში მდებარეობს. მრევლი საკვირაო წირვას თავდაპირველად ეკლესიაში ესწრებოდა, სატელევიზო კამერების გამოჩენის შემდეგ კი, შეკრებილებს სასულიერო პირებმა მოუწოდეს, დისტანცია დაეცვათ და ეზოში გასულიყვნენ. მოწოდების შემდეგ, მრევლის ნაწილი ეზოში გადანაწილდა.

რაც შეეხება ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს, საკვირაო ლოცვა გვიან ღამით ჩატარდა. მრევლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სიფრთხილე აუცილებელია.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ითვალისწინებენ ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას და წირვის დროს მრევლი ეზოში დისტანციის დაცვით განლაგდება, ლოცვას კი ხმის გამაძლიერებელი საშუალებით მოისმენს.