ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები 2007 წელს სტუდენტთა აქციის დარბევის გამოძიებას ითხოვენ
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები 2007 წელს სტუდენტთა აქციის დარბევის გამოძიებას ითხოვენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 11 წლის წინ ამავე უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების შეფასებასა და გამოძიებას ითხოვენ.

უნივერსიტეტში 2007 წლის 8 ნოემბერს მისული სტუდენტები, რომლებიც თბილისში 7 ნოემბრის მოვლენების გაპროტესტებას გეგმავდნენ, სპეცრაზმმა დაარბია.

თვითმხილველების თქმით, სპეცრაზმი შეიჭრა არა მარტო შენობის ეზოში, არამედ აუდიტორიებში და სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდა.

„ეს იყო უნივერსიტეტის ისტორიაში ყველაზე მძიმე დღე, როცა სტუდენტებს სპეცრაზმი აუდიტორიებში გაუსწორდა. 2012 წელს უნივერსიტეტმა მიმართა პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით, 2016 წელს კიდევ შევახსენეთ, პასუხად მივიღეთ, რომ ყველა პირი დაკითხულია და გამოძიება დასრულდება. სწორედ ეს არის სტუდენტთა მოთხოვა”,-განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა.

სტუდენტები მოითხოვენ მოვლენა შეფასდეს, როგორც დანაშაული. დღეს მათი ნაწილი უნივერსიტეტის ფოიეში შეიკრიბა და მოთხოვნა საჯაროდ დააფიქსირა.

შეკრებაზე სტუდენტებს დარბევის კადრებიც უჩვენეს, რომელიც 11 წლის წინ თავად სტუდენტებმა გადაიღეს