ბათუმის თევზის ბაზარში აფეთქებისას იქ არსებული რესტორნის კედლები ჩამოინგრა
ბათუმის თევზის ბაზარში აფეთქებისას იქ არსებული რესტორნის კედლები ჩამოინგრა

ბათუმის თევზის ბაზარში აფეთქებისას იქ არსებული თევზის რესტორნის კედლები ჩამოინგრა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, შემთხვევა სავარაუდოდ დილის ექვს საათზე მოხდა. მოვაჭრეებს რესტორნის ორი კედელი და სახურავი ჩამონგრეული დახვდათ.

დაზიანებულია რესტორანთან მდგომი ერთი ავტომანქანაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რესტორნის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება.