ბათუმის სტადიონზე უეფა შუალედურ მონიტორინგს საჭირო სიხშირით ვერ ატარებდა
ბათუმის სტადიონზე უეფა შუალედურ მონიტორინგს საჭირო სიხშირით ვერ ატარებდა

სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ილაპარაკა, რატომ ვერ ხერხდება ბათუმის სტადიონისთვის უეფა-ს კეტეგორიის მინიჭება.

„საკითხი პროცედურულად გაიწელა, რადგან უეფა-ს ლიცენზირების კომიტეტი ბათუმის სტადიონის შუალედურ მონიტორინგს ისეთი სიხშირით ვერ ახერხებდა, როგორც ეს საჭიროა. სტადიონის აშენებისას სურვილი იყო, რომ არენას უეფა-ს მეოთხე კატეგორიის სტატუსი მიეღო. სფფ-მ და ჩვენა ლიცენზირების კომიტეტმა ივლისში მოვიპოვეთ უფლება, რომ შუალედური მონიტორინგი უეფა-ს ნაცვლად ჩვენ ჩაგვეტარებინა და ინფორმაციას ყოველი ვიზიტის შემდეგ ვაწვდიდით“, – ამბობს დავით მუჯირი.

მისი თქმით, სტადიონზე ბოლო ვიზიტი ორშაბათს იყო და კლუბთან სფფ-ს პოზიცია დააფიქსირეს.

„თუ ბათუმის „დინამო“ ევროპის ლიგაზე 27 აგვისტოს საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშის მასპინძლობის უფლებას მიიღებს, შევეცდებით, გუნდმა ბათუმში ითამაშოს. თუმცა, ეს მატჩიც უმაყურებლოდ გაიმართება. 12 სექტემბერს ეროვნულ ლიგაში გუნდი თბილისის „დინამოს“ მასპინძლობს და გვსურს, რომ ეს მატჩი ახალ სტადიონზე გაიმართოს, მაგრამ ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით“, – აცხადებს დავით მუჯირი.

დატოვე კომენტარი