ბათუმის სიახლოვეს სანავიგაციო ტრავმით მკვდარი თეთრგვერდა დელფინი იპოვეს
ბათუმის სიახლოვეს სანავიგაციო ტრავმით მკვდარი თეთრგვერდა დელფინი იპოვეს

დღეს ბათუმის სიახლოვეს სანავიგაციო ტრავმით მკვდარი თეთრგვერდა დელფინი იპოვეს. ინფორმაცია და ფოტომასალა მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ გუჩმანიძემ გაავრცელა.

დეპარტამენტის განცხადებით, ეს არის იშვიათი ფოტომასალა, რადგან ზოგადად დელფინების და მით უფრო თეთრგვერდა დელფინის სანავიგაციო ტრავმით დაღუპვის შემთხვევები იშვიათია.

სანავიგაციო ტრავმა გემის ან სხვა მცურავი საშუალების შეჯახების შედეგად დაზიანებას გულისხმობს.