ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი ექნება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი ექნება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეიდან ახალი სტუდენტური საცხოვრებელი ექნება. თანამედროვე სტანდარტების ოთხსართულიანი შენობა, რომელიც 200 სტუდენტზეა გათვლილი, დღეს გაიხსნა. გარდა იმისა, რომ შენობაში სტუდენტებისთვის საუკეთესო საცხოვრებელი პირობებია, იგი არის ადაპტირებული, აქვს საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები და ბიბლიოთეკა.

ახალი საერთო საცხოვრებელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა.

„დღევანდელი დღე ნათელი დასტურია რომ განათლებასა და ახალგაზრდობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და აქვს მხარდაჭერა მთავრობისგან. განათებულ მომავალ თაობაზე დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენი საქმე არის შენება, განვითარება და გამოწვებების დაძლევა. ბათუმში მალე დავიწყებთ განათლების ქალაქის მშენელობას,“- განაცხადა გახსნის ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

მშენებლობისათვის 2 მილიონ 359 ათასი ლარი დაიხარჯა, რაც უნივერსიტეტმა და ადგილობრივმა მთავრობამ დააფინანსეს.