ბათუმის შესასვლელებში თერმოსკრინინგი 20 ათასზე მეტ მგზავრს ჩაუტარდა
ბათუმის შესასვლელებში თერმოსკრინინგი 20 ათასზე მეტ მგზავრს ჩაუტარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შესასვლელებში თერმოსკრინინგი 20 ათასზე მეტ მგზავრს ჩაუტარდა.

გამოკვლევები ქალაქის ორ საკონტროლო პუნქტზე მესამე დღეა, მიმდინარეობს. მათ,ვისაც მაღალი ტემპერატურა უფიქსირდება, ცხელების ცენტრებში გადაჰყავთ, შედარებით დაბალი ტემპერატურის მქონე მგზავრების მონაცემებს კი საკონტროლო პუნქტებთან გაშლილ კარვებში მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იწერენ და მგზავრებს ცხელების ცენტრებში მისვლას ავალდებულებენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამკაცრებულია კონტროლი ქალაქის ტერიტორიაზეც. მონიტორინგი გაძლიერებულია პირბადის ტარებასა და სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით.