ბათუმის „შერატონში“ კვამლს გენერატორის ჩართვას უკავშირებენ

13:26, 10.10.2019

ბათუმის „შერატონში“ კვამლს გენერატორის ჩართვას უკავშირებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე მისულმა მაშველებმა გაარკვიეს, რომ დაკვამლიანება გენერატორის ამუშავების შემდეგ დაიწყო. მათი თქმით, გენერატორი სავარაუდოდ დიდი ხნის მანძილზე არ ჩართულა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.

ამ დროისთვის კოშკურაზე კვამლი აღარ შეინიშნება.

შემთხვევის ფოტო მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

მსგავსი