ბათუმის „შერატონის“ სამორინეში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
ბათუმის „შერატონის“ სამორინეში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

ბათუმის „შერატონის“ სამორინე „მშვიდობაში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, შენობაში მოქალაქეების შეშვება უკვე დაიწყო.

ადგილზე ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გამნაღმველები მუშაობდნენ. შენობიდან ევაკუაცია 112-ში შესული ანონიმური ზარის საფუძველზე განხორციელდა. მოქალაქემ განაცხადა, რომ სამორინეში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული. აღნიშნული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.