ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა [ფოტო]
ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა [ფოტო]

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმის შემოვლით გზაზე. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

შეჯახების შემდეგ, ტრაილერი გზიდან გადავიდა და გადატრიალდა.

მომხდარის შედეგად ადგილზე დაიღუპა ტრაილერის მძღოლი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მომხდარის ამსახველ ფოტომასალას ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დატოვე კომენტარი