ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ანრი მაჭავარიანის გამოფენა გაიმართა
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ანრი მაჭავარიანის გამოფენა გაიმართა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში წარმოშობით ქართველი ცნობილი ფრანგი მხატვრის, ანრი მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

მხატვრობის პარალელურად, წლების განმავლობაში ანრი მაჭავარიანის ხელწერის ქვეშ ცნობილი ბრენდების უზარმაზარი აფიშები და სარეკლამო ილუსტრაციები იყო პარიზის, რომის, მილანის და ტოკიოს ქუჩებში გამოფენილი, რომელსაც მილიონობით მნახველი ჰყავდა.

მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ანრი მაჭავარიანი რეკლამის ბიზნესსა და მოდის სამყაროში საუკეთესო ილუსტრატორად არის აღიარებული.