ბათუმის საზღვაო აკადემიის საწვრთნელი გემი „კადეტი" საერთაშორისო ნაოსნობაში გავიდა
ბათუმის საზღვაო აკადემიის საწვრთნელი გემი „კადეტი" საერთაშორისო ნაოსნობაში გავიდა

მეზღვაურის საერთაშორისო დღეს საერთაშორისო ნაოსნობაში გავიდა ბათუმის საზღვაო აკადემიის საწვრთნელი გემი „კადეტი”. ყოფილი ტვირთმზიდი აკადემიას სახელმწიფომ 3 იანვარს გადასცა.

აღნიშნული ფაქტი, რომელიც საქართველოს საზღვაო სასწავლებლების ისტორიაში პირველია, მომავალ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სწავლის პერიოდში გაიარონ პრაქტიკა. ეს კი ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი უცხოელი სტუდენტის მოზიდვას, პრაქტიკული ნაწილი კი აკადემიის დიპლომებს უფრო მოთხოვნადს გახდის.

„გემს მივეცით საწვრთნელი სტატუსი. იგი იმოძრავებს შავ ზღვაში, შემდეგ ვაპირებთ ხმელთაშუა ზღვაზე გასვლას. იგი ყველა პორტში შესვლის დროს გადასახადისგან თავისუფლდება, რაც საზღვაო აკადემიას გემის შენახვას გაუადვილებს”,-განაცხადა ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ.

კადეტმა” უკვე დატოვა ბათუმის ნავსადგური და საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულთა ჯგუფი საერთაშორისო ნაოსნობაში პირველად გაიყვანა ,

დატოვე კომენტარი